ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

pot luck ან potluck noun
[pɒtʹlʌk]
ბეჭდვა
საუბ.

1. სახელდახელო საჭმელი; სახელდახელო სადილი, ვახშამი და სხვ. (განსაკ. მოულოდნელი სტუმრის გასამასპინძლებელი); I wasn't expecting him for dinner, so he'll have to take pot luck სადილად მის მოსვლას არ ველოდი, ასე რომ იმას უნდა დასჯერდეს / იმით გავუმასპინძლდები, რაც მაქვს [იხ. აგრ. 2];

2. შანსი, შესაძლებლობა; გაურკვეველი სიტუაცია (როდესაც ალალბედზე მოქმედებაა საჭირო); it's pot luck whether you get a good doctor or not შემთხვევაზეა დამოკიდებული / კაცმა არ იცის, კარგი ექიმი შეგხვდება თუ არა; to take pot luck ბედის ცდა, ბედის სინჯვა; ალალბედზე მოქმედება [იხ. აგრ. 1]; they had no idea which hotel would be best, so they just took pot luck with the first one on the list წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომელი სასტუმრო გამოდგებოდა ყველაზე კარგი, ამიტომ ადგნენ და ალალბედზე სიიდან პირველივე სასტუმრო აირჩიეს; I hadn't made a reservation, so I just took pot luck at the airport and got on the first available flight ბილეთი წინასწარ შეკვეთილი არ მქონდა, ამიტომ ალალბედზე პირდაპირ აეროპორტში მივედი და პირველივე რეისს გავყევი;

3. (ჩვეულ. potluck) ამერ. სადილი, ვახშამი ან წვეულება, რომელზეც სხვადასხვა კერძები სტუმრებს მოაქვთ (აგრ. potluck dinner, potluck supper, etc).

pot liquor pot marigold

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0413